მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ტყვე - გიორგი მარგველაშვილი

მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ტყვე - გიორგი მარგველაშვილი

16-04-2022, 22:36 - 2022
766
       

„მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ტყვე ქართულ ციხეში“, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
 
ის „ენმ“-ს ლიდერებთან ერთად, ომში მყოფ ქვეყანაში, უკრაინელების მხარდასაჭერად და მათთვის სოლიდარობის გამოსახატავად ჩავიდა.
 
სააკაშვილი ის იყო, ვინც პუტინის პირველი დარტყმები მიიღო. დღეს, 24 თებერვლის შემდეგ, სააკაშვილის ციხეში ჯდომა, როდესაც მსოფლიო დაიყო შავად და თეთრად, როდესაც მსოფლიო უკვე დაიყო, რომ ან შენ ხარ ხალხის ამოწყვეტის მხარეს, ან ხარ თავისუფლების მხარეს, დღეს უკვე სააკაშვილის ციხეში ჯდომა იმის ხაზგასმაა, რაც მასთან შეხვედრის შემდეგ ერთხელ უკვე დავაფიქსირე - ის არის პუტინის ტყვე ქართულ ციხეში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები