რუსეთს სურს შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და აკონტროლოს ყველაფერი, რაც შედის და გადის, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა გადაცემაში „ხედვა ვაშინგტონიდან“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს იმისთვის, რომ შავი ზღვა საერთაშორისო ზღვად დარჩეს.
„საქართველოს მნიშვნელოვანი სამართალდამცავი როლიც აქვს ფართო უსაფრთხოების როლთან ერთად. რუსეთს სურს შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და აკონტროლოს ყველაფერი, რაც შედის და გადის. საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს იმისთვის, რომ შავი ზღვა საერთაშორისო ზღვად დარჩეს, რომელიც ყველა ჩვენი ქვეყნის გემებისთვის იქნება გახსნილი“, - აღნიშნავს კელი დეგნანი.