„მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მტრულად განწყობილი ძალიან ბევრი ადამიანია.
„არაკეთილმოსურნე, მტრულად განწყობილი, პროვოკატორი და ასე შემდეგ, აღარ გავაგრძელებ, შესაძლოა, იყოს ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ, რომ სახელმწიფო, ჩვენი მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რაიმე პროვოკაცია მოაწყოს ქვეყნის შიგნით. ჩვენ ყველა მოქალაქეს დავიცავთ. ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და მშვიდობას. რაც შეეხება კითხვას, ამის თაობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს კონკრეტული ინფორმაცია და როცა საჭირო იქნება, თუ ჩათვლიან საჭიროდ ამ ინფორმაციის გამჟღავნებას, გეცნობებათ თქვენ და ეცნობება საზოგადოებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.