პური კიდევ 20 თეთრით ძვირდება.
პურის მცხობელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ქვეყანაში ხორბლის 2 თვიანი მარაგია დარჩენილი, მისი ამოწურვის შემდეგ კი პურის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება და 1,50 თეთრს მიაღწევს.
„გაიზარდა ფქვილის ღირებულება. მე არ ვამბობს, რომ როგორც შაქარს და ცხიმებს მოემატა 2-3 ლარი ისე გაიზრდება, მაგრამ ჩვენი გადაანგარიშებით, ეს მოიცავს დაახლოებით 20 თეთრის ფარგლებს.
გინდა ყაზახეთთან ისაუბრე და გინდა რუსეთთან. იმიტომ, რომ ერთნაირი ფასებით არის საუბარი“, - ამბობს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე.