პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირების სამოქალაქო პანაშვიდებსა ან დაკრძალვაზე მისვლა „არ ევალებოდა“.
ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ არ მიდის ქართველი მებრძოლების სამძიმარზე, ღარიბაშვილმა ასე უპასუხა:
„მე კიდევ ერთხელ გირჩევთ, რომ დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება არის უზნეო საქციელი. იცით, რას გეტყვით? რაც მევალებოდა მე, როგორც ხელისუფალს და მთავრობას, ყველაფერი გავაკეთე. დაწყებული მათი გადმოსვენებით და მათი ღირსეული სამხედრო წესით დაკრძალვით. დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.