სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საკადრო ცვლილებების შესახებ არ უმსჯელიათ.
დავითაშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტის დატოვებას აპირებს.
„მინისტრთა კაბინეტში მუდმივად არის ცვლილებები. დაველოდოთ, მოვლენებს არ გავუსწროთ და დავინახავთ. ჩვენ გავდივართ ბევრ საკითხს, მაგრამ არა თანამდებობების ცვლილებას. ცვლილებებზე არ გვქონია საუბარი პრემიერთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა „ფორმულასთან“.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ცნობით ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა თანამდებობიდან გადადგება და მის ადგილს სწორედ ლევან დავითაშვილი დაიკავებს.