ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდი

ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდი

16-04-2022, 00:35 - 2022
934
       

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 აპრილს საქართველოში გამოიდარებს. 20 აპრილამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 16 აპრილს +17, +22, ხოლო 17-19 აპრილს +26, +31 გრადუსამდე მოიმატებს. 

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ჰაერი +22, +27 გრადუსამდე გათბება. 18-19 აპრილს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

რაც შეეხება დედაქალაქს - თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 16 აპრილს +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17-19 აპრილს +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები