პატიმართა სავარაუდო წამება, ძალადობა და თვითმკვლელობამდე მიყვანა ბათუმის ციხეში

პატიმართა სავარაუდო წამება, ძალადობა და თვითმკვლელობამდე მიყვანა ბათუმის ციხეში
5-02-2022, 20:37 - 2022
854

ბათუმის მე-3 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი, გოდერძი ნასიპაშვილი „ფორმულასთან“ სატელეფონო ინტერვიუში აცხადებს, რომ აღნიშნულ ციხეში პატიმართა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა ხორციელდება.

ნასიპაშვილი აცხადებს, რომ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ციხეში ერთ-ერთ მსჯავრდებულზე სექსუალურად იძალადეს. პატიმარი ჰყვება, რომ თავადაც გამხდარა ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ნასიპაშვილი ასახელებს იმ თანამშრომლებს, რომლებიც, მისი თქმით, მსჯავრდებულებზე ძალადობენ.

„პენიტენციური სამსახურის N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილე, მურთაზ ირემაძე და ამავე დაწესებულების თანამშრომლები - ნოდარ ჟღენტი, ელდარ ირემაძე, გოდერძი მიქაბერიძე, ბექა შარაძე, შეურაცხყოფას გვაყენებენ პატიმრებს, გვექცევიან ძალიან ცუდად, თვითმკვლელობამდე მიჰყავთ პატიმრები, სასჯელ განზრახ ზრდიან და ამბობენ კანონიერად ხდებაო. არასათანადოდ გვექცევიან პატიმრებს, პირდაპირ გვკლავენ, ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია, დაზიანებები მაქვს სხეულზე, სხვა პატიმრები თავებს იკიდებენ - თვითმკვლელობამდე მიჰყავთ, კლავენ პატიმრებს. შესაბამისი რეაგირება არ ხდება, პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია“, - განაცხადა პატიმარმა გოდერძი ნასიპაშვილმა „ფორმულასთან“.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა