„მარგველაშვილს უკრაინაში ჩასასვლელად სააკაშვილთან შეთანხმება რატომ დასჭირდა, არ მესმის“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისასალმებელია ყოფილი თანამდებობის პირებისგან მსგავსი ნაბიჯი.
„თავისთავად კარგია უკრაინაში ჩასვლა. ეს მათი გადასაწყვეტია. თუ ადამიანს პროგრამა აქვს და ჩადის იქ, ეს მხოლოდ მისასალმებელია. მით უმეტეს ყოფილი თანამდებობის პირებისგან და პრეზიდენტისგანაც ეს სწორი ნაბიჯია.
მე არ ვიცი, სააკაშვილთან შეთანხმება რატომ დასჭირდა ამას, ეგ ბოლომდე არ მესმის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად უკრაინაში გაემგზავრა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, უკრაინაში წასვლა მისი და სააკაშვილის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო.