„ეს მხოლოდ უკრაინელების ბრძოლა არ არის“ - კობა ნაყოფია

„ეს მხოლოდ უკრაინელების ბრძოლა არ არის“ - კობა ნაყოფია

15-04-2022, 23:24 - 2022
557
       

„ეს მხოლოდ უკრაინელების ბრძოლა არ არის... ეს თავისუფალი სამყაროს ბრძოლაა სიბნელესთან“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი კობა ნაყოფია საუბრობს.
 
ის პარტიის დელეგაციასთან ერთად უკრაინაში გაემგზავრა.
 
დღეს აქ გადის ხაზი. ეს ბრძოლა მხოლოდ უკრაინელების ბრძოლა არ არის. ეს არის თავისუფალი სამყაროს ბრძოლა უკუნეთთან, სიბნელესთან... აქ გადის დღეს ფრონტი წარსულსა და მომავალს შორის. აქ გადის ფრონტი ცივილიზებულ სამყაროსა და სიბნელეს შორის. აი ამიტომ ვართ დღეს ჩვენ აქ. და აქ გამოვხატავთ არამხოლოდ ჩემი ერთი ადამიანის პოზიციას არამედ უამრავი იმ ადამიანის პოზიციას და ქართველის პოზიციას, რომელიც დღეს უკრაინელების გვერდით დგას“, - ამბობს კობა ნაყოფია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები