„ჩვენი აქ ყოფნა ნიშნავს საქართველოს და უკრაინის ისტორიული მეგობრობის დადასტურებას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე საუბრობს.
ის „ენმ“-ს დელეგაციასთან ერთად უკრაინაში იმყოფება.
„ჩვენი აქ ყოფნა ნიშნავს საქართველოს და უკრაინის ისტორიული მეგობრობის დადასტურებას. და მე ვფიქრობ, რომ ის დიდი მხარდაჭერა, ქართველ ხალხში რაც არის გამოხატული, ჩვენი პოზიციით, რაც აქ ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი ჩვენს აქ ფიზიკურ ყოფნას იმიტომ რომ დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან უკრაინელები.
მეორე მხრივ, ეს არის შესაძლებლობა, საქართველოში პუტინის პირადი პატიმრის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გზავნილების გადაცემა, როგორც უკრაინელი მეომრებისთვის, ასევე ქართველი მეომრების მიმართ, მათთვის გამარჯვების სურვილის გადაცემა რაც ნიშნავს იმას, რომ უკრაინის თავისუფლება განუხრელად ნიშნავს საქართველოს თავისუფლებას“, - ამბობს ეკა ხერხეულიძე.