საქართველოში იაფი მედიკამენტების შეძენა 7 სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი - ნახეთ სია

საქართველოში იაფი მედიკამენტების შეძენა 7 სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი - ნახეთ სია

15-04-2022, 21:02 - 2022
1 188
       

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული წამლების შეძენა 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი.
 
იაფი მედიკამენტები: „ფარმადეპოს“, „ავერსის“, PSP-ს, „იმპექსის“, GPC-ს, „ფარმსახლის“ და „დოიჩე აფთიაქის“ ქსელშია ხელმისაწვდომი.
 
უწყების ცნობით, თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის ტემპის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სამკურნალო საშუალებებს პროაქტიულად არეგისტრირებს.
 
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, მედიკამენტების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა. თურქეთიდან იმპორტირებული წამლების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები