ხაშური-ბორჯომის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და პოლიცია.