ვოლსკი : გვაქვს ინფორმაცია, „ენმ“ უკრაინაში ვიზიტის დროს გარკვეულ პროვოკაციას გეგმავს

ვოლსკი : გვაქვს ინფორმაცია, „ენმ“ უკრაინაში ვიზიტის დროს გარკვეულ პროვოკაციას გეგმავს

15-04-2022, 15:26 - 2022
681
       

გია ვოლსკის ინფორმაციით, „ენმ“ უკრაინაში ვიზიტის დროს „გარკვეულ პროვოკაციას გეგმავს“.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არის მიზეზი, რის გამოთაც არ მიდი „ენმ“ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად.
 
არ დაგიმალავთ, მაგრამ დადასტურდა, ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია არის, რომ გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნით არიან მობილიზებულები და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში. უფრო მეტსაც გეტყვით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მიიღო ინფორმაცია ჩვენმა სპეცსამსახურებმა და უკვე გაუზიარეს ეს უკრაინის სპეცსამსახურებს. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები ამასთან დაკავშირებით მიიღებენ შესაბამის ზომებს და ამ ვიზიტს ხელი არ შეეშლება. მითუმეტეს, ამასთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა პოლიტიკური სპეკულაციების გამოხშირვა საინფორმაციო ველიდან არის ის ინტერესი რაც ჩვენ გაგვაჩნია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები