მთავრობის ცნობით, ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე ევროკავშირის კითხვარის შესავსებად გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა უწყების ჩართულობაა საჭირო, რომ კითხვარი ეფექტიანად და სწრაფად შეავსონ.
„დღევანდელ შეკრებაზე ევროკომისიის მიერ 11 აპრილს გადმოცემული კითხვარის შესავსებად გასატარებელ ღონისძიებებს განვიხილავთ. საგარეო საქმეთა მინისტრი ლუქსემბურგში პირადად შეხვდა ევროკომისარ ვარჰეის, რომელმაც მას აღნიშნული კითხვარი გადასცა. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რომ ვიმსჯელოთ ღონისძიებებზე, რომელიც უნდა გავატაროთ ყველამ ერთად. საჭიროა ყველა უწყების ჩართულობა, მაქსიმალური კოორდინაცია, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად და სწრაფად შევავსოთ ეს კითხვარი და დროულად დავუბრუნოთ შევსებული დოკუმენტი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.