საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, კითხვარს გაასაჯაროებენ.
აღნიშნულს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოითხოვდა.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნული დოკუმენტის მისამართით. შესაბამისად როგორც გითხარით, საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება და ჩვენ უზრუნველვყოფთ რაც შეიძლება მალე აღნიშნული დოკუმენტი გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.