უღირსი საქციელია - იან კელი რუსი ოპოზიციონერის საქართველოში არშემოშვებაზე

უღირსი საქციელია - იან კელი რუსი ოპოზიციონერის საქართველოში არშემოშვებაზე

5-02-2022, 17:02 - 2022
779
       

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი საქართველოში რუსი ოპოზიციონერების არშემოშვებას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.

მისი თქმით, ასეთი „თავდასხმა“ გაუმართლებელი და უღირსი საქციელია.

„ასეთი თავდასხმა გაუმართლებელი და უღირსი საქციელია იმ ადამიანების მხრიდან, ვინც აცხადებს, რომ მხარს უჭერს, მათ ვინც დიქტატორის წინააღმდეგ იბრძვის. ახლა კი დროა აჩვენო, ვის მხარეს ხარ შენ“, - წერს იან კელი „ტვიტერზე“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები