წულუკიანი: „ენმ“ გინდ ყოფილა, გინდ არა

წულუკიანი: „ენმ“ გინდ ყოფილა, გინდ არა

14-04-2022, 23:44 - 2022
728
       

„ენმ“ გინდ ყოფილა, გინდ არა“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმ, კულტურის მინისტრმა თეა  წულუკიანმა „TV იმედის“ ეთერში.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ „ენმ“ ვეღარ ერგება საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას.
 
ვხედავთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციასთან ერთად დელეგაციას ქმნის და მიემგზავრება კიევში, რაც მისასალმებელია. უფრო მეტიც, დელეგაციას სათავეში უდგას მაღალი თანამდებობის პირი და კონსტიტუციით ერთერთი პირველი პირი, ბატონი შალვა პაპუაშვილი და ამ დელეგაციაში არ არის ომის პარტია.
 
ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ რომ არ დაგიმალოთ, პრინციპში, არც აქვს მნიშვნელობა, ისინი სად იქნებიან, მათ თავიანთი ადგილი გარკვეული დროა, უკვე აირჩიეს. ვეღარ ერგებიან საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას, პარლამენტში შევიდნენ-არ შევიდნენ, ამაზე ძლივს ჩამოყალიბდნენ, მაგრამ გინდ ყოფილან პარლამენტში, გინდ არა, ეს არის ჩემი შეფასება მათი იქ საქმიანობისა  და ამ დელეგაციაშიც იქნებიან თუ არა, ალბათ, არც ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, მათ თავიანთი ადგილი აირჩიეს, აირჩიეს ომის მხარე და ყველაფერს აკეთებენ, დღეში რამდენჯერმე, რომ აქ იყოს დაპირისპირება, იყოს ე.წ მეორე ფრონტი და ამაზე მოითბონ ხელი, იქნებ როგორმე ჩამოიშალოს ხელისუფლება და დაბრუნდნენ იქ, სადაც ყოფნა ენატრებათ
“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები