ამირან გამყრელიძე: პიკში ვართ

ამირან გამყრელიძე: პიკში ვართ
5-02-2022, 16:01 - 2022
7 656

„გარკვეულწილად პიკში ვართ”, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პლატოს რომ ეძახიან, საქართველოში სწორედ ამ ტიპის მაჩვენებლები გვაქვს.

„პლატოს რომ ეძახიან, ამ ტიპის მაჩვენებლები გვაქვს. ბოლო ერთ კვირაზე მეტია ინფიცირების დღიური რაოდენობა 18-24 ათასის ფარგლებში მერყეობს. ვთვლით, რომ პიკში ვართ. დაღმავალი ფაზისკენ წავა თუ არა, უნდა ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, რა მონაცემები გვექნება სამშაბათს და ოთხშაბათს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 33 ადამიანი გარდაიცვალა, 17 594 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწებიდან დღემდე ქვეყანაში დაფიქსირებულია ვირუსის 1 295 505 შემთხვევა, მათგან 15 174 პირი გარდაიცვალა, 1 071 560 კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა