„ბაიდენის განცხადება ჩემთვის და მაკრონისთვის საკმარისი არ არის“ - კობახიძე კითხვაზე, არის თუ არა რუსეთის ქმედებები გენოციდი

„ბაიდენის განცხადება ჩემთვის და მაკრონისთვის საკმარისი არ არის“ - კობახიძე კითხვაზე, არის თუ არა რუსეთის ქმედებები გენოციდი
14-04-2022, 16:43 - 2022
836

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ პასუხობს კითხვას - არის თუ არა გენოციდი უკრაინაში რუსეთის ქმედებები.
 
კობახიძემ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება მოიშველია და თქვა, რომ ემანუელ მაკრონმა გენოციდთან დაკავშირებული განცხადების გამო, თეთრი სახლის ლიდერი, ჯო ბაიდენი გააკრიტიკა.
 
ჯერჯერობით ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია არც საერთაშორისო თანამეგობრობას არ აქვს. გახსოვთ თქვენ, დღეს იყო მაკრონის კრიტიკული განცხადება ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ.
 
ჩვენ ვიყავით საჩივრის თანაავტორი ჰააგაში. დაველოდებით შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და როცა იქნება სამართლებრივი შეფასებები, ამის შემდეგ შეიძლება მოხდეს ჩემი მხრიდან პოლიტიკური შეფასება
“, - ამბობს კობახიძე.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა