ეს ომი არაა, ეს ტერორიზმია - დუდა

ეს ომი არაა, ეს ტერორიზმია - დუდა

13-04-2022, 23:40 - 2022
898
       

„ეს ომი არაა, ეს ტერორიზმია“, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ კიევში ისაუბრა.
 
მისივე თქმით, ომის დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ.
 
ოთხი ქვეყნის პრეზიდენტი, მათ შორის ანდჟეი დუდა, უკრაინაში დღეს ჩავიდა, ისინი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდნენ. იქამდე კი პრეზიდენტები რუსეთის მიერ განადგურებულ ბოროდიანკაში პრემიერ დენის შმიგალთან ერთად იმყოფებოდნენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები