ტემპერატურა მკვეთრად ეცემა - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ტემპერატურა მკვეთრად ეცემა - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

13-04-2022, 22:24 - 2022
5 822
       

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14-დან 16 აპრილამდე ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.
 
14-16 აპრილს მოსალოდნელია ჰაერის მინიმალური ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება:
 
დასავლეთ საქართველოს დაბლობში 0, -1, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -1, -3, ხოლო საქართველოს მთიან რეგიონებში -2, -7 გრადუსამდე, რამაც შესაძლებელია ხეხილოვანი კულტურების ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს
“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები