უკრაინაში ხელისუფლება და ოპოზიცია ცალ-ცალკე წავლენ. შეთანხმება ვერ შედგა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დელეგაცია უკრაინაში მიმდინარე კვირაში ჩავა და დელეგაციას სწორედ ის უხელმძღვანელებს. ვიზიტი ერთდღიანი იქნება და პაპუაშვილის გარდა, უკრაინაში „ქართული ოცნებიდან“ გაემგზავრებიან არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას შესთავაზეს დელეგაციაში უმრავლესობის 3 და ოპოზიციის 3 დეპუტატი შესულიყო, რაც ოპონენტებმა არ გაიზიარეს.
ოპოზიცია ითხოვდა, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენლი ყოფილიყო, რაც საბოლოო ჯამში დელეგაციის შემადგენლობას 15 ადამიანამდე ზრდიდა.