პატრიარქის სტიქაროსანი, გიორგი ბულია დღეს დილით, ოფისში გარდაცვლილი იპოვეს.
ბულია ქართულ ვებ ჰოსტინგ პროვაიდერულ კომპანიაში - HoneyHost მუშაობდა.
სოციალურ ქსელში წერენ, რომ პატრიარქის სტიქაროსანი სავარაუდოდ გულით გარდაიცვალა.
„ახლა გავიგე ცუდი ამბავი პატრიარქის მეორე სტიქაროსანი გიორგი ბულია გულით გარდაიცვალა.
ძაან დამწყდა გული ვუსამძიმრებ ოჯახს, უწმინდესს, მეგობრებსა და ყველა იმ ადამიანს ვისაც გული დაწყვიტა გიორგის გასვლამ წუთისოფლიდან. უფალმა გაცხონოთ
ახლა ორივე უფალთან ხართ მჯერა იქიდან ილოცებთ საქართველოსთვის“, - წერს გარდაცვლილი ბიჭის მეგობარი სოციალურ ქსელში.