„უნდა გაგვებაჟებინა არაჟნებთან ერთად“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფომ იმოქმედა, როგორც სისტემამ.
„ალბათ, უნდა განგვებაჟებინა არაჟნებთან ერთად და გაგვეშვა უკან.
ეს იქნებოდა ალბათ ჰუმანური, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოს მოქმედებას, სახელმწიფომ იმოქმედა, როგორც სისტემამ, როგორც უნდა ემოქმედა.
ეს პირი იქნა დაკავებული, როგორც დამნაშავე და სასჯელს იხდის სათანადო დაწესებულებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.