„საქართველოს ისტორიაში ამ ყველაზე მძიმე დასკვნაში არაა ნათქვამი და ვერც იქნება, რომ ჩვენ ქვეყანაში ყველა სფეროში კოლაფსია“, - აცხადებს ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია.
მელიას თქმით, იმ მძიმე ვითარების შეცვლა, რომელიც პარტნიორი ქვეყნის დასკვნაშია ასახული, მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია.
„დასკვნაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკურიპოლიცია, სუს-ი, რომელიც უკანონოდ ყველას უსმენს პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს, დიპლომატებს, სასულიერო პირებს;
დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოს ჰყავს პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური დევნილები, სააკაშვილი, გვარამია, ჯაფარიძე და ხაზარაძე, წერეთელი, კეზერაშვილი და მელია. მათ დევანს კავშირი აქვს არა სამართლიანობასთან და სამართალთან, არამედ მათ პოლიტიკურ პოზიციასთან. იქნება ეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრობა, თუ ოპოზიციური მედიის ფლობა;
დასკვნაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მთელი თავი პრაქტიკულად ეთმობა ქვეყნის მესამე პრეზიდენტ სააკაშვილს და მისდამი მოპყრობას, ასევე მისდამი წამების საქმის გამოძიების გამო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას“, - თქვა მელიამ.