იაგო ხვიჩია - ღირსია ქართველი ხალხი, რომ 4 ლარს იხდის ბენზინში

იაგო ხვიჩია - ღირსია ქართველი ხალხი, რომ 4 ლარს იხდის ბენზინში

13-04-2022, 12:08 - 2022
1 756
       

პარტია „გირჩის“ ლიდერმა და დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში საწვავის ფასების მატებაზე ისაუბრა.
 
როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნება“ სანამ უმრავლესობაშა და ოპოზიციური პარტიების ხმები ცვლილებებისთვის არ სჭირდება, ოპოზიციური პარტიების ინიციატივები უშედეგო იქნება.
 
ჯერ ამხელა მანდატი არ მოუცა ამომრჩეველს, რომ ყველაფერს გავწვდეთ. რომ გითხრათ, რომ ხვალ „ქართულ ოცნებასთა“ დავიწყებთ საუბარს და აქციზს მოვახსნევინებთქო ეს არ იქნება ხო რეალობა. საწვავის ფასის დასაწევად ჩვენ ქვეყნის შიგნით უნდა გავაკეთოთ ის რაც შესაძლებელია, მაგალითად მეტი კონკურენცია და ა.შ, თუმცა არის საკითხები რაც წარმოაუდგენლად ჩანს დღევანდელი რეალობიდან. ზოგადად „ქართული ოცნებასთან“ უმარტივეს საკითხებზე საუბარიც რთულია, იქცევიან ისე, როგორც 90-იანების პოლიტიკოსები - „მე მაქვს 43%, შენ არა, ამიტომ მე მართალი ვარ“ - სამწუხაროდ „ქართული ოცნების“ დემოკრატია ასეთია.
 
ამ რეალობაში მე რომ რამეს დაგპირდეთ, არარეალისტური იქნება. და ამ საკითხის გადაწყვეტა ალბათ მანამ რთული იქნება, სანამ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიცია არ დასჭირდება, რადგან საკითხის დაყენება მხოლოდ ფორმალობაა და თუ „ქართული ოცნების“ მზაობა არ ექნა შედეგიც არ მოყვება. ასე რომ სანამ ქართველი ხალხი არ მოინდომებს, იმას რომ ერთპიროვნულად აღარ მართოს „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი, მანამდე ღირსიც კი არიან 4 ლარი იხადონ საწვავში
“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები