თბილისში ელექტრომომარაგების მიწოდება შეწყდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

თბილისში ელექტრომომარაგების მიწოდება შეწყდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

13-04-2022, 00:52 - 2022
1 445
       

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 14 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
 
კომპანია „თელასის“ ცნობით, ვაკის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ყიფშიძის, ნინო რამიშვილის, არაყიშვილის, გაბაშვილის, ფალიაშვილის, მოსაშვილის და უჩანეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 09:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
 
გლდანის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, VIII მიკრორაიონების, ქერჩის, ხიზაბავრის, ბოჭორიშვილის, ვასაძის, თიანეთის, ვეკუას, ხევძმარის, ხიზამბარელის, შეშელიძის და ზირაქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ქერჩის, ხიზაბავრის, ბოჭორიშვილის, ვასაძის, თიანეთის, ვეკუას, ხევძმარის, ხიზამბარელის და შეშელიძის ქუჩების მოსახლეობას.
 
საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფანასკეტრელი-ციციშვილის, ბახტრიონის, კანდელაკის, ტაშკენტის, ლვოვის, ცხინვალის, ლევანდოვსკის, გამყრელიძის, ვაზისუბნის, ონიაშვილის, ზემო ვეძისის, ყუშიტაშვილის, ბუდაპეშტის, მარუშიძის და ალასანიას ქუჩების მოსახლეობას.
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დემეტრე თავდადებულის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.
 
ჩუღურეთის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჩუბინაშვილის, წინამძღვრიშვილის, ნინოშვილის, კარგარეთელის, ჯავახიშვილის, უზნაძის, დგებუაძის, სანკტ-პეტერბურგის, პასტერის და კონსტიტუციის ქუჩების მოსახლეობას.
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და ბაქოს ქუჩის მოსახლეობას.
 
ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის და თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის მოსახლეობას.
 
დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სანაპირო კოსმონავტების და ხოშარაულის ქუჩის მოსახლეობას.
 
ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის და საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქუჩის მოსახლეობას.
 
კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, ასათიანის, ორთაჭალის, ვოლსკის, გორგასლის, ნადიკვარის და ოქროყანის ქუჩების მოსახლეობას.
 
სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, ქინძმარაულის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები