რა ტიპის წამლებს ვეღარ იყიდით აფთიაქში ურეცეპტოდ - ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილება

რა ტიპის წამლებს ვეღარ იყიდით აფთიაქში ურეცეპტოდ - ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილება

12-04-2022, 23:44 - 2022
2 976
       

ურეცეპტოდ აფთიაქებში მე-2 ჯგუფს მიკუთვნებულ ფარმაცევტულ პროდუქტებს ვეღარ შეიძენთ, ეს წესი 1-ლი მარტიდან ამოქმედდა და ამ ტიპის მიკუთვნებულ მედიკამენტებზე რეცეპტი მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა.
 
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რეცეპტის გარეშე მედიკამენტების გაცემის ფაქტი 27 აფთიაქში გამოავლინა.
 
გამოვლენილ დარღვევებზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გადაეგზავნა სასამართლოს.
 
რეგულირების სააგენტო აგრძელებს სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენას. მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციის კონტროლი, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით განხორციელდება.
 
შეგახსენებთ, რომ 1-ლი მარტიდან, მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტი, მატერიალური სახით (ქაღალდზე), აღარ გამოიწერება და დანიშნულება მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა
“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები