ქალი, რომელსაც ვარკეთილში ხე დაეცა, კლინიკაში გარდაიცვალა

ქალი, რომელსაც ვარკეთილში ხე დაეცა, კლინიკაში გარდაიცვალა

12-04-2022, 21:25 - 2022
1 734
       

ქალი, რომელიც ვარკეთილში ხის დაცემის შედეგად დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს, რომელსაც მომხდარი კლინიკა „ოპტიმალ მედიში“ დაუდასტურეს.
 
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებული მეორე ქალს ოპერაცია ჩაუტარდა და ინტენსიურ განყოფილებაში მონიტორინგის ქვეშ რჩება.
 
ძლიერი ქარის გამო, დედაქალაქში პრობლემები შეიქმნა. თბილისის მერიის განცხადებით, მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მათივე ცნობით, ძლიერი ქარი მოსალოდნელია 13 აპრილსაც.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები