ცერცვაძე: პანდემიის  დაძლევა ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელია

ცერცვაძე: პანდემიის დაძლევა ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელია

12-04-2022, 12:06 - 2022
744
       

"1 მილიონ მოსახლეზე COVID გარდაცვალების შემთხვევები ნაკლებია, ვიდრე ამერიკისა და ევროპის სრულად ვაქცინირებული ქვეყნების უმეტესობაში", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური პათოლოგიის კლინიკის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უმნიშვნელოვანესი იყო ქვეყანაში პირველი ტაბლეტირებული ანტივირუსული მედიკამენტის „პაქსლოვიდის“ შემოტანა და პრაქტიკაში დანერგვა.

ხოლო ყველა COVID ავადმყოფს შორის გარდაცვალების პროცენტი - ე.წ CFR -ის (case fatality rate) საქართველოს მსოფლიოს 119 ქვეყანაზე უკეთესი (უფრო დაბალი) აქვს. ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა COVID პაციენტების კლინიკური მართვის ოპტიმიზაციის, პაციენტების პროაქტიური მკურნალობის და უახლესი მედიკამენტების, პირველ რიგში „რემდესივირის“, ასევე „ბარიციტინიბის“ და „ტოცილიზუმაბის“ ფართოდ გამოყენების შედეგად. უმნიშვნელოვანესი იყო ქვეყანაში პირველი ტაბლეტირებული ანტივირუსული მედიკამენტის „პაქსლოვიდის“ შემოტანა და პრაქტიკაში დანერგვა.

საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში და ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, ვინც ეს გააკეთა. ამდენად, დღეს ჩვენი ექიმების განკარგულებაშია COVID პაციენტების პროაქტიური მართვისთვის აუცილებელი საუკეთესო მედიკამენტების სრული პაკეტი. 100-ზე მეტი COVID კლინიკის და 200-მდე „online“ კლინიკის ექიმებს გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი/მომზადება, რაც ამ პაკეტის ეფექტიანი გამოყენების აუცილებელი პირობაა.

სადღეისოდ შემუშავებულია და დანერგილია COVID ავადმყოფების მკურნალობის შემდეგი ალგორითმი. დიაგნოზის დადასტურების შემდეგ ოჯახის („ონლაინ“ კლინიკის) ექიმს საშუალება აქვს მყისიერად გააკეთოს 3 არჩევანი:

უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტები, რომელთა ასაკი 65 წელზე ნაკლებია და არ აქვთ დაავადების დამძიმების რისკები (თანმხლები ქრონიკული დაავადებები, ჭარბი წონა და სხვ.) დატოვონ ბინაზე დაკვირვების ქვეშ და საჭირო შემთხვევაში დაუნიშნონ მხოლოდ სიმპტომური თერაპია.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებს, რომლებიც არ საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, მაგრამ აქვთ ასაკი 65 წელზე მეტი და/ან აქვთ დაავადების დამძიმების რისკები (თანმხლები ქრონიკული დაავადებები, ჭარბი წონა და სხვ.) დაუნიშნონ „პაქსლოვიდის“ ტაბლეტებითმკურნალობა ბინაზე (აუცილებელი პირობაა, რომ „პაქსლოვიდით“ მკურნალობა დაწყებულ იქნეს დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან არაუგვიანეს 5 დღისა). ამასთან, მედიკამენტის ბინაზე მიწოდება ხდება ექიმის მიერ“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები