პანდემია დასრულებისგან შორსაა - ჯანმო-ს დირექტორი

პანდემია დასრულებისგან  შორსაა - ჯანმო-ს დირექტორი
12-04-2022, 11:55 - 2022
975

"პანდემია დასრულებისგან ჯერ კიდევ შორსაა", - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი საუბრობს.

"შემცირებული სიკვდილიანობის ნახვა, რომელიც გასულ კვირას, ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი იყო, სასიამოვნოა, თუმცა პანდემია დასრულებისგან ჯერ კიდევ შორსაა. ისევ ძალიან მაღალია ინფექციის გადადება, ვაქცინაციის მაჩვენებელი კი ძალიან ბევრ ქვეყანაში კვლავ დაბალია, რაც ახალი შტამების წარმოქმნის რისკს ქმნის", - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა