„რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ ეს დღეც არ დადგებოდა ასე სწრაფად“, - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს.
ის ამბობს, რომ ახლა მოსახლეობა, პოლიტიკური პარტიები, ყველა უნდა გაერთიანდეეს, რადგან, ეს ეროვნული თანხმობა და ეროვნული ინტერესია.
„ევროკავშირისგან მივიღეთ ის კითხვარი, რომელსაც არ ველოდებოდით ალბათ რამდენიმე წელი. ეს არის არაჩვეულებრივი ახალი შანსი, რაც გაუჩნდა ჩვენს ქვყანას. ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას და ევროკავშირის შემადგენლობას და კიდევ უფრო უკრაინას და უკრაინის ბრძოლას.
რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ ეს დღეც არ დადგებოდა ასე სწრაფად და როდის მოვიდოდა, ეს დღე ამას ვერავინ იტყოდა...
ევროკავშირმა, გამომდინარე ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან, გადაწყვეტილება მიიღო რომ დაეჩქარებინა ეს პროცესი და გაეხადა ის უფრო პოილიტიკური ვიდრე ბიუროკრატიული...
დღეს ვხედავთ, რომ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს გადაეცა ეს კითხვარი. ეს არ არის მხოლოდ კითხვარი და "კი" და "არას" პასუხი. ეს დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები შემდგომი თაობის წინაშე. ან შევძლებთ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, ან ვერა და ეს მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული.
ეს არის ის საკითხი, რომელიც ვერ გადაწყდება რომელიმე ერთი ჯგუფის გადაწყვეტილებებით და ძალისხმევით. ეს არის ეროვნული საქმე, ეროვნული ინტერესი და მე არ წარმომიდგენია, რომ ასეთი უდიდესი ეროვნული საქმე, რომელზეც ჩვენი წინაპრებიც ოცნებობდნენ პირველი დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, ამ საქმის ირგვლივ არ ვიყოთ გაერთიანებული. ეს იქნება საქართველოს მოსახლეობა თუ მთლიანად პოლიტიკური სპექტრი, იმის მიუხედავად, ვინ რა გაკეთა. აქ არის მართლა ჩვენი მომავალი სასწორზე და გადავწყვიტოთ როგორ გვინდა ამ მოკლე პერიოდში. ეს კითხვარი ეხება საქართველოს - რა პრობემები არსებობს და რა მიღწევები.
ეს არის რეალურად შედეგი ამ 31 წლის, რომელიც იმიტომ იყო, რომ ამ დღემდე მოვსულიყავით. არ გვაქვს უფლება ამ დღეს არ მივუდგეთ სრული ერთსულოვნებით. ვინც ამის ირგვლივ არაა გაერთიანებული, ის საქართველოს იგვლივ არაა გაერთინებული. მე მინდა ყველას მოგიწოდოთ, მოსახლეობა, პოლიტიკური პარტიები, ყველა უნდა გავერთიანდეთ. ესაა ეროვნული თანხმობა და ეროვნული ინტერესი. უნდა გავერთიანდეთ ამ მიზნის ირგვლივ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.