ქობულეთში 32 წლის კაპრალი, მევლუდ ბენდელიანი საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე კილომეტრში ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ბენდელიანი ქუთაისის სამხედრო ბაზაზე მუშაობდა.
ოჯახის წევრები მომხდარის საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ. მათი თქმით, ბენდელიანი რამდენიმე დღის წინ სახლში სამსახურიდან აღელვებული დროზე ადრე დაბრუნდა. გარდაცვლილის მეუღლე აცხადებს, რომ სახლში დაბრუნებისას კაპრალი ნასვამი იყო.
„ქუთაისიდან რომ მოვიდა, სულ ტალახიანი იყო. მაქვს ეჭვი რომ რაღაც მოხდა ქუთაისში“, - განაცხადა გარდაცვლილის დედამ.
საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.