ღარიბაშვილი: შეგახსენებთ, ყველა სიკეთე, რასაც მივაღწიეთ ჩვენი დამსახურებაა

ღარიბაშვილი: შეგახსენებთ, ყველა სიკეთე, რასაც მივაღწიეთ ჩვენი დამსახურებაა
11-04-2022, 13:27 - 2022
777

„შეგახსენებთ, ყველა სიკეთე, რასაც მივაღწიეთ ჩვენი დამსახურებაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა სიკეთე რაც ევროკავშირთან იქნა მიღწეული მმართველი პარტიის დამსახურებაა.
 
მე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველა ის სიკეთე, ყველა ის პროგრესი, რომელიც მიღწეული იქნა ევროკაშირთან ურთიერთობაში არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი მმართველი პარტიის დამსახურება, დაწყებული ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა, შემდეგ უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ოფიციალური განაცხადი წევრობაზე, ეს ყველაფერი უკავშირდება ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა