ღარიბაშვილი: კოვიდი პრაქტიკულად დამარცხებულია

ღარიბაშვილი: კოვიდი პრაქტიკულად დამარცხებულია
11-04-2022, 13:06 - 2022
941

„კოვიდი პრაქტიკულად დამარცხებულია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ პროცესი იმართა, სწორად იმართა.
 
მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვახარო, რომ შეიძლება ითქვას, კოვიდი პრაქტიკულად, თითქმის დამარცხებულია. დღეს ასეა ყოველ შემთხვევაში, ასეთი სიტუაცია გვაქვს. დღეს ვირუსის 107 ახალი შემთხვევა იყო. მინდა, გავახსენო სკეპტიკოსებს, რომლებიც ორი თვის წინ ჩემს გამონათქვამებს აკრიტიკებდნენ. მე მაშინ ვთქვი, რომ მას შემდეგ, რაც ომიკრონმა ჩაანაცვლა სხვა შტამები, ჩვენ გავაუქმეთ მწვანე პასპორტები, რადგან აზრს კარგავდა მწვანე ბარათი. მაშინ ზოგიერთი გენიოსი ექსპერტისგან მივიღეთ კრიტიკა, ეს როგორ გააკეთეს და ასე შემდეგ. ვნახეთ, სულ რაღაც ორ თვეში პროცესი იმართა, სწორად იმართა. სწორად იმართა მინისტრის, მთავრობის, საბჭოს მიერ და ყველაფერი არის სტაბილურად, დასტაბილურდა სიტუაცია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა