რა გახდა ერთი შერიგება? - მეუფე იაკობი მიმართვას ავრცელებს

რა გახდა ერთი შერიგება? - მეუფე იაკობი მიმართვას ავრცელებს

10-04-2022, 20:11 - 2022
1 020
       

რა გახდა ერთი შერიგება? - ასეთი კითხვა დასვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, დღეს, ამბიონიდან ქადაგების დროს.
 
მეუფე ამბობს, რომ სანამ დიდი ცივილიზაციები ერთმანეთთან არ შეთანხმდებიან, ომი არ დასრულდება.
 
ცივილიზაციის სათავეში ვინც დგანან ქვეყნები, თუ ისინი არ შეთანხმდებიან მეორე ცივილიზაციასთან, რომელიც ძალის გამოყენებაზეა, მანამდე სამწუხაროდ, თავი არ მოვიტყუოთ, ეს ომი არ დამთავრდება. ღმერთმა ინებოს, მსხვერპლი ნაკლები იყოს და ომი მალე დამთავრდეს. ამ დიდ მარხვაში იმის მაგივრად, რომ იმაზე ვფიქრობდეთ, რომ მაცხოვარი ისევ მრავალჯერ ჯვარს არ ვაცვათ, ამ ომით ქრისტიანობის დამტკიცება თუ რა ხდება.
 
უკრაინა თავს იცავს, ჩვენ ან რომელიმე ქვეყანას რომ შეუვარდნენ, თავს დავიცავთ და უფლება კი არა, ჩვენი მოვალეობაც არის და ღირსების საკითხია. ღმერთმა ინებოს, რომ ყველასთვის ნაკლები ტკივილით დამთავრდეს. თორემ ნახეთ უკვე, რამოდენა ტკივილია. მსოფლიო შეეცდება, რომ არ გავიდეს უკრაინის ტერიტორიიდან, უკრაინაც ფიქრობდა ისე, რუსეთთან მიმართებაში სანამ ახლიდან არ შეუვარდა, დიპლომატიური ურთიერთობებიც არ ჰქონდა გაწყვეტილი, ახლა გაწყვიტა.
 
ომის მთავარი ფინანსური წყაროა გაზი და ნავთობი, ქვანახშირი. ისევ იმ ტერიტორიაზე გადის და ისევ ცივილიზებული მსოფლიოს დიდი ნაწილი იღებს, ხალხს ხომ არ გავყინავთ, მაგრამ ამით ძალიან დიდი ფული შედის და ის ფული აწარმოებს კიდევ ომს.
 
ქართველი ყოველთვის დგებოდა სიმართლის მხარეს და იქ, სადაც იყო ღმერთი და ცოტა ზედმეტ ლაპარაკს ჩვენ ერზე შევეშვათ და შიგნითაც იცოდნენ იმათ, რომ უნდა გავერთიანდეთ. არ შეიძლება ერთმა მხარემ მეორეს აგინოს, მეორეს მესამეს და ასე ერთმანეთს ვაგინოთ. როდესაც დამთავრდება ომი, ჩვენი საქართველო უნდა გავაძლიეროთ და ცივილიზებული მსოფლიოს ძლიერი ნაწილი უნდა ვიყოთ. კულტურული ერი ვართ, ისე ვიყოთ, რომ ჩვენი ღირსეული ადგილი ყოველთვის გვქონდეს. რა გახდა ერთი შერიგება? როგორ დავუჯერო იმ ადამიანებს, უკრაინაზე ან რუსეთზე უფრო მეტს ფიქრობდეს, ვიდრე საქართველოზე. ჯერ საქართველო და მერე სხვა ქვეყნები
“,- განაცხადა მეუფემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები