საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორმე სიონის ტაძარში წირვისას მოსახლეობას მიმართა.
მან აღნიშნა, რომ ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმედით.
„ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმედით. იმედი თანამგზავრი უნდა იყოს ჩვენი. ჯვარი გეწეროთ ორსავე სოფელსა შინა. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა“, - განაცხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ.