ერთი ტრანზაქციით 400 ათასი დოლარი იქნა მოპარული - ქოლ-ცენტრის ყოფილი თანამშრომელი

ერთი ტრანზაქციით 400 ათასი დოლარი იქნა მოპარული - ქოლ-ცენტრის ყოფილი თანამშრომელი

9-04-2022, 23:40 - 2022
875
       

ერთი ტრანზაქციით მოპარული 400 ათასი დოლარი - ქოლ ცენტრების მუშაობის თაღლითურ სქემაზე დეტალურად ისაუბრა „მთავარ აქცენტებში“ კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა. 
 
ანონიმმა რესპოდენტმა გაიხსენა, როგორ გახდა კანადელი ჰარლინი თაღლითობის მსხვერპლი.
 
ჰარლინს დაეკონტაქტა ცენტრის აგენტი, თავდაპირველად გააკეთებინა მცირე შენატანი, შემდეგ ეს თანხა გაიზარდა და როდესაც საკუთარი ფულის გამოტანა მოუნდა, პროცენტი იმდენად დიდი იყო, რომ სახლის გაყიდვა მოუწია. როდესაც ეს სახლი გაყიდა, იძულებული იყო ეს თანხა უკან შემოეტანა რათა ის მოგებული მილიონები დაებრუნებინა, რომელიც რეალურად არ არსებობს. 

შესაბამისად, 400 ათასი დოლარი გადაახდევინეს, რომ შემოტანილი თანხა გაიტანოს და ის 400 ათასიც დაკარგა
“, - განაცხადა რესპოდენტმა.  

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები