განათლების სამინისტრო სკოლებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

განათლების სამინისტრო სკოლებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
5-02-2022, 10:13 - 2022
67 940

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება.

„სწორედ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 146-მა მასწავლებელმა გამოთქვა“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 5,8%-ს და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%.

ცნობისთვის, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში თანამშრომლებისთვის კოვიდტესტირების ჩატარება სკოლის ექიმებმა დაიწყეს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა