აწარმოებს თუ არა აზერბაიჯანი განჯის კარიბჭის დაბრუნებისთვის მოლაპარაკებებს

აწარმოებს თუ არა აზერბაიჯანი განჯის კარიბჭის დაბრუნებისთვის მოლაპარაკებებს

5-02-2022, 10:01 - 2022
648
       

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარი ნარჩემანიშვილმა აზერბაიჯანული მედიის მიერ ქვეყნის კულტურის მინისტრ ანარ ქერიმოვზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საქართველოდან აზერბაიჯანში განჯისკარის დაბრუნებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კომენტარი გააკეთა.

ნარჩემანიშვილმა აღნიშნა, რომ განჯისკარის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რასაც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი ადასტურებს, მათ შორის კულტურის მიმართულებით. რაც შეეხება განჯისკარის საკითხს, ის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ოქმში არ არის ასახული, დოკუმენტი განსაზღვრავს, მათ შორის, კულტურის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს, მაგრამ განჯისკარის საკითხი არ არის დღის წესრიგში“, - განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები