„ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ავადაა.
„ჩვენ არსად ჩასვლის პრობლემა არა გვაქვს. ამ საკითხს ალბათ ბატონი შალვა თვითონ უპასუხებს. მე მგონი ავად არის შალვა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა პარტნიორი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები და დეპუტატები მიიწვია ბუჩაში იმ მძიმე ვითარების სანახავად, რომელიც იქ რუსმა ოკუპანტებმა შექმნეს.