ქართული პარტიის რუსეთში წასვლა გამყიდველობაა - სოზარ სუბარი

ქართული პარტიის რუსეთში წასვლა გამყიდველობაა - სოზარ სუბარი

8-04-2022, 14:12 - 2022
1 162
       

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების რუსეთში ვიზიტს ეხმაურება.
 
როგორც მან აღნიშნა, მსგავსი ქმედება გამყიდველობაა.
 
ზოგადად, ინაშვილის პოზიცია მკაფიო იყო, ყოველთვის ამას აკეთებდა და მისი მსგავსი ქმედება მიუღებელი იყო, თუმცა დღეს, როდესაც უკრაინაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდი, სისხლიანი და არაადამიანური რუსეთის მიერ წარმოებული ომია, ამ ფონზე, ქართული პარტიის რუსეთში წასვლა, ქართული და ცივილიზაციის ინტერესების გამყიდველობაა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
 
შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ და შეხვედრებს მართავენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები