„ზელენსკი არც საქართველოს და არც თავად უკრაინის მეგობარი არ არის, ომში გვითრევს“, - წერს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი.
მან კიდევ ერთხელ გააჟღერა ნეიტრალიტეტის სურვილი.
„მაოცებს კახი კალაძის კომენტარი. მეგობარი ქვეყანა ომშია და ნეიტრალიტეტზე ამიტომ, თურმე, არ უნდა ვილაპარაკოთ. ამ დროს მეგობარი ქვეყანა ნეიტრალიტეტსაც იხვეწება და პუტინთან შეხვედრასაც.
ეს მეგობარი ქვეყანა ომში გითრევს და რით ვერ გაიგეთ, რომ ზელენსკი სააკაშვილის მეგობარია, არც საქართველოს და არც თავად უკრაინის მეგობარი არ არის. ვიმეორებ: ორი თვის წინ რონ დაეწყო ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი, თავის ქვეყანას ომს ააცილებდა“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.