ანრი ოხანაშვილი საზოგადოებას და უკრაინას ბოდიშს უხდის

ანრი ოხანაშვილი საზოგადოებას და უკრაინას ბოდიშს უხდის

7-04-2022, 15:01 - 2022
3 897
       

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი უკრაინაში „გვამების შემოდებასთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს, სადაც თავს იმართლებს და ბოდიშს იხდის. 
 
ოხანაშვილი წერს, რომ ბოდიშს უხდის მათ, ვინც ეს გამონათქვამი ბუჩას დანაშაულს დაუკავშირა.
 
გუშინ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შევახსენე მათ მიერ ჩვენს ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულები, რომლებიც ადამიანების მკვლელობასა და ამ მკვლელობების უმძიმესი ფორმებით მიჩქმალვას უკავშირდებოდა.
 
სამწუხაროდ, ჩემი ეს გამონათქვამი დაუკავშირეს ბუჩაში მომხდარ შემზარავ დანაშაულს, რომელიც რუსული სამხედრო აგრესიის უმძიმესი შედეგია და შეუძლებელია, უკრაინის პასუხისმგებლობად განიხილოს ვინმემ.
 
თუკი ვინმემ ჩემი გამონათქვამი არასწორად აღიქვა და ბუჩის დანაშაულს ობიექტური აღქმით დაუკავშირა, გულწრფელად ვწუხვარ და მათ წინაშე ბოდიში მინდა მოვიხადო!
 
თუმცა, ბოდიშს ვერ მოვიხდი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების წინაშე, რომლებიც ჩემს სიტყვებს სრულიად მიზანმიმართულად უკავშირებენ ბუჩაში მომხდარ დანაშაულს და ამას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.
 
როგორ სპეკულაციებსაც არ უნდა მიმართონ, ისინი ვერაფრით გადაფარავენ საკუთარ დანაშაულებს საქართველოში, რომლებიც მათ შორის ადამიანების წამებაში, მკვლელობაში, ყაჩაღობასა და უამრავ სხვა უმძიმეს ქმედებაში გამოიხატა.
 
რა თქმა უნდა, რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინაში და იქ დამდგარ შედეგებზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი!
“, - წერს ოხანაშავილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები