„ამ ომში ვიღაცები იყიდებიან, ვიღაცები ვერ ძლებენ, ვიღაცები ბრძოლის ველიდან გადიან, შესაბამისად გრიგოლ ვაშაძეც ასეთია“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ „თავისუფალი სივრცეში“ საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები არც პირველი იქნება ოპოზიციაში და არც უკანასკნელი.
„ათი წლის განმავლობაში, რაც ჩვენ ვართ ოპოზიციაში ვიღაცები ვერ უძლებენ ზეწოლებს და მიდიან, ვიღაცები ყველა იმ უბედურების გამო, რასაც „ქართული ოცნება“ატრიალებს იცვლიან პოზიციას მათ შორის არის გრიგოლ ვაშაძე, ახლა გაიყიდა ზეწოლას ვერ გაუძლოს თუ რის გამო შეცვალა ის თავისი სამარცხვინო განცხადება ახლა რასაც აკეთებს ეს არც პირველი იქნება ოპოზიციურ სპექტრში და არც უკანასკნელი“, - განაცხადა ანა წითლიძემ.