WISSOL-ის დირექტორი: საქართველოში საწვავის ფასები გაიზრდება

WISSOL-ის დირექტორი: საქართველოში საწვავის ფასები გაიზრდება

4-02-2022, 21:40 - 2022
1 195
       

„საქართველოში საწვავის ფასები 20-25 თეთრით გაიზრდება“, - ამის შესახებ „ანალიტიკის“ ეთერში „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნავთობპროდუქტებზე ფასების 100-150 დოლარით ზრდა მინიმუმ 20-25-თეთრიანი სხვაობაა ლიტრზე, რომელიც, გარკვეულწილად, გაიზრდება.

ფასების შენარჩუნება შეუძლებელი იქნება, კორექტირება მოგვიწევს, ეს არითმეტიკაა და აქ კომპანია ვერაფერს გააკეთებს. 

ნავთობპროდუქტებზე ფასების 100-150 დოლარით ზრდა მინიმუმ 20-25-თეთრიანი სხვაობაა ლიტრზე, რომელიც, გარკვეულწილად, გაიზრდება. 

თუმცა ეს არ მოხდება ერთ დღეში, ეს ეტაპობრივად მოხდება.

მიუხედავად ლარის კურსის გამყარებისა, შეიძლება ითქვას, რომ მაინც [საწვავის გაძვირების], დაახლოებით, 20-თეთრიანი ნიშნული იქნება“, - განაცხადა „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები