დეგნანი: სანქციებს ყველა უნდა ემორჩილებოდეს

დეგნანი: სანქციებს ყველა უნდა ემორჩილებოდეს

6-04-2022, 19:08 - 2022
1 041
       

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი ამბობს, რომ უკრაინის განცხადება კონტრაბანდასთან დაკავშირებით „სერიოზული განცხადებებია“.
 
მისივე სიტყვებით, ომის შეჩერევა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეუძლია - მასზე ზეწოლისთვის კი სანქციები არსებობს, რომელსაც ყველა უნდა დაემორჩილოს. 
 
ეს არის სეროზული განცხადებები, ბრალდებები. ამ საკითხს, რა თქმა უნდა, სჭირდება გარკვევა და ეს უნდა მოხდეს სამთავრობო არხების მეშვეობით საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ იგი არ მისცემს ამის საშუალებას, რომ მოხდეს რამე ამგვარი დარღვევა. ხშირად მესმის ხოლმე, რომ ამბობენ - არავის შეუძლია ამ სასტიკი ომის შეჩერება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, პუტინს შეუძლია, რადგან მან დაიწყო ეს ომი. სანქციები არსებობს, რათა მოხდეს მასზე ზეწოლა და ეს უნდა თანმიმდევრული, ერთიანი, მას უნდა ემორჩილებოდეს ყველა, რათა ეს ზეწოლა განხორციელდეს. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით“, - ამბობს დეგნანი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით.  

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები