15 აპრილიდან თბილისში ავტობუსის შვიდი და მიკროავტობუსის ათი ახალი მარშრუტი ამოქმედდება.
აქედან ნაწილი უკვე არსებულ მარშრუტებს ჩაანაცვლებს. თბილისის მერია მიზეზად „მომატებულ მგზავრთნაკადებს“ და „სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილების გაუმჯობესებას“ ასახელებს.
N298 ავტობუსი - უზრუნველყოფს მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქავთარაძის ქუჩის გავლით, ყაზბეგისა და პეკინის გამზირების კავშირს, ასევე, მგზავრების მომსახურებას სადგურის მოედნის მიმართულებით;
N299 ავტობუსი - უზრუნველყოფს მგზავრების მომსახურებას მეტროსადგურ დიდუბის ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან დიღმის მასივის მიმართულებით (ლუბლიანას ქუჩისკენ);
N300 ავტობუსი - დავით აღმაშენებლის გამზირიდან საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით გადაადგილდება.
N303 ავტობუსი - მგზავრებს მეტროსადგურ ვარკეთილიდან ილია სუხიშვილისა და სესილია თაყაიშვილის ქუჩების გავლით მოემსახურება;
N366 ავტობუსი - სრულად ჩაანაცვლებს N420 მიკროავტობუსს და უზრუნველყოფს გიორგი აბაშვილის, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის, თრიალეთისა და კალოუბნის ქუჩების მომსახურებას (მეტროსადგურ ვარკეთილამდე);
N396 ავტობუსი - ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს - N408. იგი მეტროსადგურ ისნის მიმართულებით, უზრუნველყოფს აეროპორტის, ალექსეევკის დასახლებებისა და მასთან ერთად, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების გადაყვანას;
N399 ავტობუსი - ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N537-ს და მეტროსადგურ ვარკეთილიდან ლილო მოლის მიმართულებით იმოძრავებს;
ავტობუსების - N373 და N379 მარშრუტებზე მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შემცირდება მოცდის ინტერვალი.
ავტობუსების მარშრუტების გარდა, ამოქმედდება მიკროავტობუსის შემდეგი ახალი მარშრუტები:
N408 მიკროავტობუსი - მეტროსადგურ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნის გავლით, უზრუნველყოფს კაკაბაძისა და ჭონქაძის ქუჩების მცხოვრებლების მომსახურებას;
N420 მიკროავტობუსი - მეტროსადგურ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან ჭოველიძისა და ბელინსკის ქუჩების გავლით, რჩეულიშვილისა და ჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს მოემსახურება;
N537 მიკროავტობუსი - მეტროსადგურ დელისიდან უზრუნველყოფს ნუცუბიძის პლატოს III და IV მიკრორაიონების კავშირს, ასევე, მოემსახურება დათუაშვილისა და ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩებს;
N549 მიკროავტობუსი - მოემსახურება წინანაურის, საბატონოს, ცოლიკაურის, ჟორდანიასა და დიდი ხეივნის ქუჩების მოსახლეობას;
N552 მიკროავტობუსი - უზრუნველყოფს კალანდაძისა და თორთლაძის ქუჩების მცხოვრებლების მომსახურებას და მგზავრებს მეტროსადგურ 300 არაგველთან დააკავშირებს.
N553 მიკროავტობუსი მეტროსადგურ ღრმაღელემდე იმოძრავებს გვაზაურის II შესახვევის, ზიგზაგის I და ბოგვის ქუჩების გავლით;
N554 მიკროავტობუსი - უზრუნველყოფს თვალჭრელიძის ქუჩისა და ამავე ქუჩის II შესახვევის, ასევე, ბერიაშვილის ქუჩის მომსახურებას და მესამე მასივის გავლით, მგზავრებს მეტროსადგურ ვარკეთილთან დააკავშირებს;
N555 მიკროავტობუსი - უზრუნველყოფს მგზავრთა გადაადგილებას მეტროსადგურ 300 არაგველამდე შორაპნის II ქუჩის, ზურაბიშვილისა და დოლაბაურის ქუჩების გავლით;
N556 მიკროავტობუსი - მგზავრებს როსტოვის, ქინქლაძის, ლარეხისა და ჩეჩელაშვილის ქუჩებით რკინიგზის გადასასვლელ ხიდთან დააკავშირებს;
N558 მიკროავტობუსი - უზრუნველყოფს მომსახურების გაუმჯობესებას მეტროსადგურ დელისამდე ნუცუბიძის I მიკრორაიონიდან ნუცუბიძის ქუჩის გავლით.
ასევე, თბილისის მერიის ცნობით, მოცდის ინტერვალები შემცირდება შემდეგ მიკროავტობუსებზე: N403, N423, N424, N425, N428, N429, N439, N444, N445, N456, N465, N480, N496, N500, N510, N511, N520, N521, N524 და N546.
N411 მიკროავტობუსის მარშრუტი დამატებით, მოემსახურება ქვემო ფონიჭალაში ალექსანდრე ბერიძის ქუჩის მოსახლეობას;
N419-ის მარშრუტი წრიული იქნება და მიკროავტობუსი სოფელ აგარაკების მოსახლეობას მოემსახურება;
N422 მიკროავტობუსი ნესტან დარეჯანის ქუჩიდან სოფელი დიღმის მიმართულებით იმოძრავებს;
N427-ის მარშრუტიც წრიული იქნება და დამატებით, მოემსახურება იაკობ ცურტაველისა და გიორგი გურამიშვილის ქუჩებს;
მიკროავტობუსი - N486 მოემსახურება გლდანის ხევის მოსახლეობას;
N476 მარშრუტი შეიცვლება და სადგურის მოედნიდან ნუცუბიძისა და მინდელის ქუჩების მიმართულებით ივლის.