მეორე ფრონტის გახსნისთვის მზადდება ნიადაგი - მდინარაძის განცხადება

მეორე ფრონტის გახსნისთვის მზადდება ნიადაგი - მდინარაძის განცხადება
6-04-2022, 15:06 - 2022
1 235

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის აზრით, აშკარად ჩანს, რომ უახლეს დღეებში საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიის და პროვოკაციების ახალ ტალღას ვიხილავთ.
 
მისივე აზრით, ამის მიზანი მღელვარების გამოწვევა და „მეორე ფრონტის“ გახსნაა.
 
უკვე აშკარად ჩანს და ლოგიკურია, რომ უახლოეს დღეებში ვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის და პროვოკაციების ახალ ტალღას, რაც საქართველოში მღელვარების გამოწვევის და ასევე მეორე ფრონტის გახსნაზე იქნება ორიენტირებული, ამისათვის მზადდება ნიადაგი და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მეგობარი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც, როგორც ჩანს, ამ კამპანიის ნაწილია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა